Live
დაგვიკავშირდით
ჯინო ფერედაის ბეშენოვა
რეზორტი ბეშენოვა არის ერთ-ერთი პოპულარული და საუკეთესოდ მოქმედი აკვაპარკი სლოვაკეთში. პირველი გეოთერმული ბურღვა განხორციელდა 1987 წელს წყლის ტემპერატურით 60,5°C რამაც საფუძველი ჩაუყარა ამჟამინდელი თერმული წლის პარკის აღმოცენებას - ბეშენოვაში. 2003 წელს დოქტორი ნოდარი გიორგაძე გახდა მისი მფლობელი, მან განავითარა და გააფართოვა ინფრასტუქტურა Gino Paradise Bešeňová სახელით, ააშენა სასტუმროები ორიგინალური სახელებით LUKA და DIAMANT, ააშენა უჟანგავი ფოლადის აუზები, ხელოვნური ტალღებით და საბავშვო ზონით რომელიც ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. დღესდღეობით თერმოლი წლის პარკს Bešeňová-ს მართავს კომპანია - TATRY MOUNTAIN RESORTS, a.s.
ტურისტები ჯინო ფერედაის ბეშენოვას მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ, 4-ივე სეზონზე. თერმული წყლის პარკში განთავსებულია 9 აუზი, აქედან 4 თერმულია. თერმული წყლები ბეშენოვაში ტემპერატურის, წყაროს სიმრავლისა და მინერალიზაციის შემცველობის მიხედვით მიეკუთვნება 1 კატეგორიას სლოვაკეთის მინერალური წყაროების კატეგორიზაციის მიხედვით (მსგავსად Piešťany, Rajecké Teplice, Bojnice, Trenčianske Teplice). მინერალური წყალი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, რკინას, მანგანუმს და სხვა მინერალებს. ამ მინერალებს აქვთ სასარგებლო გავლენა კუნთოვან და სასუნთქ სისტემაზე. თითოეული მინერალური წყაროს შემოგარენი ხასიათდება მოწითალო-ყავისფერი შეფერილობით. კურორტს აქვს 5 სუფთა წყლის აუზი. აქ ნახავთ უნიკალურ Harmónia საუნის სამყაროს გაფართოებული ტევადობით და საუნის გუმბათით გამაგრილებელი გამოქვაბულით. კურორტი გთავაზობთ 50-მდე ორთქლის, წლის, მასაჟის საუნებსა და პროცედურებს რომლებიც მოიცავს გამაახალგაზრდავებელ პილინგს, არომათერაპიას, მუსიკის თერაპიას ან
ქრომოთერაპიას.
ასევე აქვე შევხვდებით უამრავ რესტორანსა და კაფე-ბარს.
ასევე აქვე შევხვდებით უამრავ რესტორანსა და კაფე-ბარს.
Scroll