დოქტორ ნოდარი გიორგაძემ შეიმუშავა და განახორციელა თერმული საცურაო აუზების ცენტრების განვითარების განახლებული სტრატეგია. შექმნა Gino Paradise Bešeňová თერმული პარკი სასტუმროებითა და გასტრონომიული ობიექტებით რითაც ბეშენოვას აკვაპარკი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებლი კომპლექსი. მან 40 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია დოქტორი ნოდარი გიორგაძემ განახორციელა ბეშენოვას აკვაპარკის განვითარებაში. აკვაპარკის მშენებლობის კომარნოს (Komárno) მახლობლად კამენიჩნაში (Kameničná) ააშენა ორი (1 და 4 მგვ) ფოტოელექრო სადგური, რომელთა ინვესტიციის ღირებულება შეადგენს 15 მილიონს ევროს.
ის მოღვაწეობს სასტუმროების ინდუსტრიაში სლოვაკეთსა და საქართველოში (Gino Park Palace Hotel Orlová, პოვაჟსკა ბისტრიცას მახლობლად, Hotel Gino Wellness Mtskheta, Hotel Gino Wellness Rabath). საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, თბილისის ზღვაზე მან ააშენა ყველა დიდი აკვაპარკი აღმოსავლეთ ევროპაში. ფლობს ბრატისლავაში რესტორნების ქსელს. მისი კომპანია Gino Holding a.s. მფლობელობაშია მე-17 საუკუნის უძველესი სასახლე ქალაქ პოვაჟსკა ბისტრიცაში მდებარე ორლოვაში სადაც 2003-2016 წლებში ჩატარდა ფართო რეკონსტრუქცია. ამჟამად სასახლე ფუნქციონირებს როგორც Gino Park Palace****, რომელიც მასპინძლობს საერთო ჯამში 116 ვიზიტორს, სასტუმროში განთავსებულია კაფე, ლობი ბარი საზაფხულო ტერასით, რესტორნით, სანადირო ოთახით, ველნესს და ფიტნეს ცენტრს, სამლოცველო, ეკლესია, საქორწილო პავილიონი და ისტორიული პარკი. დოქტორი ნოდარი გიორგაძე ჩართულია სლოვაკეთსა და საქართველოში განვითარების რამდენიმე მნიშნვლოვან პროექტში. ასევე არის ჯინო ჰოლდინგის დირექტორთა სამჭოს თავჯდომარე (სლოვაკეთი) და ჯინო კაპიტალის, ენჯი და კომპანის (საქართველო) დამფუძვნებელი.
საქართველოში 2012-2021 წლებში ინვისტირებული აქვს 83 მილიონი ევრო.